geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

გერმანელი მეწარმის პროფესორ კლაუს ჰიპის საჯარო ლექცია

2026 წლის 26 ოქტომბერს, თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე გაიმართა გერმანელი მეწარმის, პროფესორ კლაუს ჰიპის (Prof. Dr. Claus Hipp) გერმანულენოვანი საჯარო ლექცია ეთიკური ბიზნესის მიმართულებით.
პროფესორი კლაუს ჰიპი ბავშვთა კვების, ბიოლოგიურად სუფთა პროდუქტების მსოფლიო ბრენდის “HIPP”-ის დამფუძნებელია.
ამავე დროს, იგი არის საქართველოს დიდი მეგობარი, საქართველოს საპატიო კონსული სამხრეთ გერმანიის მიწებზე და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი.
მრავალი წელია, პროფესორი კლაუს ჰიპი თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტებისათვის, რეგულარულად კითხულობს საჯარო ლექციებს, გერმანულ ენაზე, ეთუკური ბიზნესის მიმართულებით. 
ამასთან, იგი ყოველწლიურად ირჩევს საუკეთესო სტუდენტებს და სრული დაფინანსების პირობებში, იწვევს მათ გერმანიაში, საკუთარ საწარმოში, ერთთვიანი სასწავლო პრაქტიკის გასავლელად. ამ წლების განმავლობაში, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის მრავალმა სტუდენტმა გაიარა პრაქტიკა ბავარიაში მდებარე HIPP-ის საწარმოში და მნიშვნელოვანი პრაქტიკული გამოცდილება მიიღო.
 

თარიღი: 26/10/2026